თენგიზ ჯგუშიას ბრალი ორი მუხლით წარედგინა

თენგიზ ჯგუშიას ბრალი ორი მუხლით წარედგინა

ყოფილ პარლამენტარსა და მოძრაობა "სამეგრელოს ხმის" დამფუძნებელს, თენგიზ ჯგუშიას ბრალი ორი მუხლით წარედგინა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი სამეგრელოდან იუწყება, მას ბრალი 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და 239-ე მუხლით წარედგინა. 236-ე მუხლის მესამე ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გადაზიდვას, დამზადებას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს, რაც 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 239-ე მუხლის მესამე ნაწილი ხელუგნობას (3-დან 7-წლამდე).

ჯგუშიას ადვოკატის, ჯეტა ჯგუშიას შეფასებით, ბრალდება უსაფუძვლოა.

არსებული ინფორმაციით, ყოფილმა პარლამენტარმა, ორგანიზაცია "სამეგრელოს ხმის" დამფუძნებელმა, თენგიზ ჯგუშიამ ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს, მერაბ ქვარაიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ქვარაია და ჯგუშია სუფრაზე ერთად სოფელ რიყეში იმყოფებოდნენ. მოგვიანებით კი, მათ ნასვამ მდგომარეობაში ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც ჯგუშიას მხრიდან გასროლა მოჰყვა. მერაბ ქვარაიას დაზიანებები არ მიუღია. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან იარაღის მასრებიც ამოიღეს.