მიხეილ საააკშვილმა რესტორანი

მიხეილ საააკშვილმა რესტორანი "დიარონი" აქციისა და შეძახილების ფონზე დატოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ საააკშვილმა ზუგდიდში მდებარე რესტორანი "დიარონი" აქციისა და შეძახილების ფონზე დატოვა. მიხეილ სააკაშვილი რესტორანში გუშინ, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, მათ შორის იყო საპარალმენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძეც.

ჟურნალისტებს გოგა ხაჩიძემ განუცხადა, რომ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე იყვნენ სტუდენტებთან ერთად, ხოლო "დიარონის" ადმინისტრაციას რესტორანში მისვლის შესახებ 15 წუთით ადრე აცნობეს.

"ჩვენთვის ცნობილია, ვინ ავრცელებს ინფორმაციას პრეზიდენტის გადაადგილების შესახებ",- აღნიშნა ხაჩიძემ. ამასთან, არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის გარემოცვაში მიაჩნიათ, რომ ინფორმაციას პოლიცია ავრცელებს.

აქცია ორგანიზაცია "დაიცავი საქართველოს" წარმომადგენლის, კახა მიქაიას ხელმძღვანელობით გაიმართა. როგორც მიქაიამ აღნიშნა, იმის გამო, რაც სააკაშვილმა საქართველოში და კერძოდ, სამეგრელოში დაატრიალა, პრეზიდენტს ზუგდიდში ჩასვლის მორალური უფლება არ აქვს.