საპროტესტო აქციას, რომელიც დღეს, 11 აგვისტოს, 15:00 საათზე მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის გადადგომის მოთხოვნით მთავარი პროკურატურის წინ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის", „წინააღმდეგობის მოძრაობისა" და მედიაკავშირი „ობიექტივის" ინიციატივით გაიმართება, აჭარის მოსახლეობაც შეურთდება, - ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენ"-ს უფლებადამცველმა მერაბ ბლადაძემ აცნობა.
„არსებობს ეჭვი, რომ კბილაშვილის უწყება „ნაცმოძრაობასთან" შეთანხმებით მოქმედებს. სწორედ ამიტომაც წაუყენა მთავარმა პროკურატურამ ბაჩო ახალიას სასაცილო ბრალდებები. აბა, სხვა რა უნდა ვიფიქროთ, როცა ადამიანების წამებასა და გაუპატიურებაში მხილებულებს ბრალდებებს უხსნიან, მათ კი, ვინც სააკაშვილის რეჟიმს 9 წლის განმავლობაში ებრძოდა, სააკაშვილის რეზიდენციასთან აქციის გაამრთვის გამო აკავებენ? სამართლიანობის აღდგენა თუ გვინდა, არჩილ კბილაშვილი, რომელიც ადვოკატის ამპლუიდან ვერ გამოსულა, უნდა გადაგდეს," - აცხადებს მერაბ ბლადაძე.
მისივე თქმით, მთავარი პროოკურატურის წინ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას რამდენიმე ათეული აჭარელი მიიღებს.