მთავარ პროკურატურასთან ხვალ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები არიან პოლიტიკური მოძრაობა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", "წინააღმდეგობის მოძრაობა" და მედიაკავშირი "ობიექტივი".
მედიაკავშირ "ობიექტივის" ინფორმაციით, პროკურატურასთან აქციის მონაწილეები მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის გადადგომას მოითხოვენ.