დავით ბაქრაძის და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა მომავალ კვირაში გაიმართება

დავით ბაქრაძის და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა მომავალ კვირაში გაიმართება

ჩემსა და დავით ბაქრაძეს შორის შეხვედრა ერთ-ერთი ჩვეულებრივი შეხვედრა იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თსუ-ში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა სავარაუდოდ, მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება.

"აღარ ვაპირებ ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას, ჩვეულებრივად ადამიანებმა უნდა ისაუბრონ ერთმანეთთან. ეს იქნება ერთ-ერთი ჩვეულებრივი შეხვედრა, არაფერი განსაკუთრებული", _ განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ სად გაიმართება შეხვედრა, როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ეს სავარაუდოდ, მის უწყებაში მოხდება.

"თავად ბაქრაძემ თქვა, რომ ის სამინისტროში მოვა, შესაბამისად, ალბათ შეხვედრა იქ გაიმართება", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

დავით ბაქრაძე ხელისუფლებას ეკონომიკური საკითხების გადასაჭრელად საკუთარ ინიციატივებს წარუდგენს.