მარიამ კოჩალიძის ოჯახი ეკა ბესელიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

მარიამ კოჩალიძის ოჯახი ეკა ბესელიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

ბათუმში მოკლული 16 წლის მარიამ კოჩალიძის ნათლია ნატო კვინტრაძე დეპუტატ ეკა ბესელიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. როგორც ნატო კვინტრაძემ აღნიშნა, ეკა ბესელიას სატელევიზიო გამოსვლა და დანაშაულის სტატისიკის გამოცხადება მისთვის მიუღებელია. 

"ჯერ კიდევ ჩემი საცოდავი გოგო გასვენებული არ მყავდა, უნამუსოდ და უსინდისოდ გამობრძანდა ეკა ბესელია ტელევიზიით, სტატისტიკით ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს, ასეთი შემთხვევები ყოველთვის ხდებოდა, ახლაც ხდება და შემდგომში მოხდება, მაგრამ ასეთი აჟიოტაჟის ასატეხი არაფერი არ არისო. სანამ მის შვილებს ყელში ხორცი აქვს, აჟიოტაჟი ამიტომ არ იყო ასატეხი? ჩემი შვილი, შვილი არ იყო, რომ გამოდის ტელევიზიით ვითომ იურისტი და სავარძელში მომსხდარი ქალი ასეთ სიტყვებს რომ იძახის?", - განუცხადა ნატო კვინტრაძემ ”ინტერპრესნიუსს”. მისივე თქმით, ეკა ბესელიამ საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადოს.

"ეკა ბესელია გამოვიდეს სახალხოდ ტელევიზიით და ბოდიში მოიხადოს იმის გამო, რაც ილაპარაკა. სხვასაც უნდა სცენ პატივი. მისმა შვილმა ჩხუბი გააჩაღა და პოლიტპატიმარიაო, ციხიდან გამოუშვეს. ჩემი უდანაშაულო ბავშვი რომ მომიკლეს არა უშავს და არ ღირდა აჟიოტაჟის ატეხვა? გამოვიდეს და ბოდიში მოუხადოს ჩემი შვილის სულს", - აღნიშნა ნატო კვინტრაძემ.
მარიამ კოჩალიძე ბათუმის ბულვარის ბოლოს 23 ივლისს მოკლული იპოვეს. გოგონას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული გახსნილია და მკვლელობაში ბრალდებული ირანის მოქალაქეა.