დავით ბაქრაძე:   ოპოზიციაში ყოფნა წარსულზე ფიქრის საშუალებას გვაძლევს

დავით ბაქრაძე: ოპოზიციაში ყოფნა წარსულზე ფიქრის საშუალებას გვაძლევს

"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ დღეს, მარნეულში ყოფნისას, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებაზე გააკეთა კომენტარი, სადაც პრეზიდენტი არჩევნებში ,,ნაციონალური მოძრაობის"" დამარცხების ფაქტორებზე საუბრობს.

როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, 9 წლის განვალობაში ქვეყანაში ბევრი საქმე გაკეთდა, მაგრამ იყო პრობლემები, რომლებმაც მოსახლეობას გადააწყვეტინა, სიახლის მოლოდინით, სხვა პოლირტიკური ძალისათვის დაეჭირა მხარი.

"განვლილ 9 წელიწადში, ბევრ გაკეთებულ საქმესთან ერთად, ბევრი პრობლემაც დაგროვდა ქვეყანაში, რომელიც ვერ გადაწყდა, იყო შეცდომებიც, ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ ადამიანებმა გააკეთეს არჩევანი სიახლის მოლოდინში და სიახლის სასარგებლლოდ, სხვა საკითხია, რამდენად მიიღეს მათ ეს სიახლე, მაგრამ ბუნებრივი პროცესია, რომ 9 წელი ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ პარტიამ წააგოს არჩევნები და გადავიდეს ოპოზიციაში,""– განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციაში ყოფნას აქვს თავისი პოზიტივი, რაც წარსულზე ფიქრის საშუალებას გაძლევს.

"ოპოზიციაში ყოფნას აქვს ერთი ძალიან დიდი პოზიტივი, გაძლევს საშუალებას, დაჯდე და იფიქრო წარსულზე, გაანალიზო, რა გააკეთე და რა ვერ გააკეთე, იფიქრო იმაზე, როგორი უნდა იყო, რომ დაიბრუნო მოსახლეობის ნდობა. აი, ეს არის ჩემთვის პირადად მთავარი ამოცანა, რომ ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში მუდმივად გავაანალიზო, რა გავაკეთეთ და რა ვერ გავაკეთეთ, რა მოეწონა და ვერ მოეწონა ჩვენს მოსახლეობას, სად მოვიქეცით სწორად, სად დავუშვით შეცდომა და ამ ყველაფრის საფუძველზე მართლაც განახლებული სახით წარვსდგეთ ხალხის წინაშე, ეს განახლებული სახე იყოს არა უბრალოდ სიტყვები, არამედ პროგრამა, მოქმედებები და კონკრეტული ნაბიჯები, რომელსაც ხალხი და საზოგადოება დაინახავს მომდევნო თვეების განმავლობაში,"" – განაცხადა დავით ბაქრაძემ.