თენგიზ ჯგუშიას მიმართ საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძრა

თენგიზ ჯგუშიას მიმართ საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძრა

ყოფილი დეპუტატის თენგიზ ჯგუშიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძრა. მოძრაობა "სამეგრელოს ხმის" წევრმა ბეჟან შანავამ დღეს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ თენგიზ ჯგუშიამ გასროლა საკუთარი ტაბელური იარაღიდან განახორციელა, თუმცა იგი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯგუშიამ ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის მერაბ ქვარაიას მისამართით ისროლა. 

როგორც ბეჟან შანავა აცხადებს, ჯგუშიამ ჰაერში სამი ან ოთხი ტყვია გაისროლა, რაც გამაფრთხილებელი გასროლა იყო.

კომენტარი გააკეთAთენგიზ ჯგუშიას ადვოკატმა ჯიტა გულუამ, რომლის განცხადებითაც, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ხულიგნობას გულისხმობს და 3-დან 7-მდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატი აცხადებს, რომ ამ მუხლით ეს საქმე არ უნდა აღძრულიყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილმა პარლამენტარმა, ორგანიზაცია "სამეგრელოს ხმის" დამფუძნებელმა, თენგიზ ჯგუშიამ ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს, მერაბ ქვარაიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.