10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს

10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს

10. კანადა - ამ ქვეყანაში 40 მილიარდერი ცხოვრობს, რომელთა საერთო შემოსავალი 105 მილიარდი დოლარია, რაც ქვეყნის საერთო შემოსავლის 0.8%-ია.

9. ბრაზილია -ეს გახლავთ ერთადერთი სამხრეთ ამერიკული ქვეყანა, რომელიც პირველ ათეულშია წარმოდგენილი. მილიარდერთა საერთო რაოდენობა 49 კაცია, მათი საერთო ქონება $300 მილიარდია, რაც მთლიანად მოსახლეობის შემოსავლის 3.5%-ია.

8. შვეიცარია - ამ პატარა, ტერიტორიულად საქართველოს ტოლ ქვეყანაში 57 მილიარდერი ცხოვრობს, მათი საერთო ქონება$125 მილიარდია.

7. ჰონკონგი - ამ ქვეყანაში, რომელიც ფორმალურად ჩინეთს მიეკუთვნება 64 მილიარდერი ცხოვრობს, მათი საერთო ქონება 190 მილიარდი დოლარია, რაც საერთო ქვეყნის შემოსავლის 2%-ია.

6. რუსეთი - ერთადერთი ყოფილი სოციალისტური ბანაკის წარმომადგენელი ქვეყანა, რომელიც პირველ ათეულშია შესული. აქ 97 მილიარდერის საერთო ქონება $380 მილიარდია, რაც რუსეთის მოსახლეობის საერთო შემოსავლის 8.5%-ია.

5. ინდოეთი - ამ ქვეყანაში 109 მილიარდერი ცხოვრობს, თუმცა მათი საერთო შემოსავალი 190 მილიარდი დოლარია, ანუ საშუალოდ 1 მილიარდის მფლობელები არიან, საერთო ხვედრითი წილი კი 1.4%-ია.

4.გერმანია - სულ ამ ქვეყანაში 137 მილიარდერი ცხოვრობს $550 მილიარდი ქონებით, რაც საერთო შემოსავლის 1%-ია.

3. დიდი ბრიტანეთი - გაერთიანებულ სამეფოში 140 მილიარდელი ცხოვრობს, სამით მეტი ვიდრე გერმანიაში, მაგრამ საერთო ქონებით ჩამორჩებიან მათ-430 მილიარდი დოლარი. საერთო ქონების 1.3% მათი წილია.

2. ჩინეთი - ამ ქვეყანაში 147 მილიარდელი ცხოვრობს, თუმცა მათი საერთო შემოსავალი მნიშვნელოვნად ჩამორჩება გერმანელ და ბრიტანელ მილიარდერებს-$380 მილიარდი. საერთო ქვეყნის შემოსავლის 1.3% მათია.

1. ა.შ.შ - შეერთებული შტატები ერთპიროვნულად ლიდერობს ყველა ასპექტში, ამ ქვეყანაში 480 მილიარდერი ცხოვრობს, მათი საერთო ქონება 2.05 ტრილიონი დოლარია, ხოლო მათი ხვედრითი წილი ქვეყნის საერთო შემოსავალში სულ რაღაც 0.9%-ია.