დაწესდება თუ არა საქართველოში კრედიტის გაცემისას ასაკობრივი ზღვარი ?

დაწესდება თუ არა საქართველოში კრედიტის გაცემისას ასაკობრივი ზღვარი ?

დაწესდება თუ არა საქართველოში კრედიტის გაცემისას ასაკობრივი ზღვარი - “რეზონანსის“ ინფორმაციით, კომერციულმა ბანკემა შესაძლოა კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით ასაკობრივი ზედა ზღვარი დააწესონ.

გამოცემის ცნობით, რამდენიმე ასეთი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა: კერძოდ 55 წელს გადაცილებულ პიროვნებას სესხზე უარი მხოლოდ მისი ასაკის გამო უთხრეს. თუმცა, ეროვნული ბანკი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. საბანკო ზედამხედველის განმარტებით, სესხის გაცემასთან დაკავშირებით ასაკობრივი შეზხღუდვა არ არსეობს და ასეთი გადაწყვეტილება თუ მითითება ეროვნული ბანკის მხრიდან არ გაცემულა.

„კომერსანტი“ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებების მიღებას საბანკო ბაზრის მოთამაშეებთან შეეცდება და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.