"თბილისის გენდერული ფორუმი" მიმდინარეობს

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" "თბილისის გენდერული ფორუმი" მიმდინარეობს. ფორუმს ესწრებიან პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ფორუმის მიზანია საზოგადოების ინფორმირება გენდერული თანასწორობის ქსელის, მიზნების, საქმიანობის და აქტივობების შესახებ და საჯარო დისკუსიის წამოწყება გენდერული თანასწორობისა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა გუგული მაღრაძემ განაცხადა, დღევანდელი ღონისძიება იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ მემორანდუმი გააფორმა გენდერულ თანასწორობის საბჭოსთან, რომელშიც არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია შედის. მისი თქმით, ამ ურთიერთობებს ის მნიშვნელობაც აქვს, რომ მანამდეც ჰქონდათ გარკვეული ურთიერთობი, მემორანდუმი კი ორივე მხარეს აკისრებს გარკვეულ ვალდებულებას ძალიან ინტენსიურად ითანამშრომლონ.

"ადგილობრივი არჩევნებისთვის ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ქალები დიდი რაოდენობით უნდა იყვენენ წამოდგენილები, იმიტომ, რომ ადგილობრივ დონეზე ქალს უფრო კარგად ხელეწიფება პრობლემების გადაჭრა და მოგვარება, ვიდრე ხშირ შემთხვევაში, მამაკაცებს. პარლამენტმა, ამ მხრივ უკვე გარკვეული ნაბიჯი გადადგა. თითოეული პარტიას, რომელსაც თითოეულ ათეულში ეყოლება სხვა სქესის წარმომადგენელი, არანაკლებ 30%-ისა, მიცემათ 30%-ით მეტი დაფინანსება. ასე, რომ ეს მნიშვნელოვანია უკვე პარტიებისთვის და პარტიები უფრო დიდი ყურადღებით დააკვირდებიან, როგორც არასამთავრობო სექტორში, ასევე სხვა სექტორში მყოფ ქალბატონებს" , - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

რაც შეეხება ღონისძიებას, ის იმართება პროექტის "გენდერულ თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი", აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, არჩევნების სისტემების საერთაშორისო ფონდის მიერ გაცემული გრანტის საფუძველზე.

როგორც ჟურნალისტებს "არჩევნების სისტემების საერთაშორისო ფონდის" საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ნერნინ ნიშიჩმა განუცხადა, საქართველოში ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის ძალიან დაბალი მაჩვენებელია და ასეთი ფორუმები პოზიტიურ გავლენას მოახდენს იმაზე, რომ ეს მაჩვენებელი გაიზარდოს და მომავალი არჩევნებისთვის ქალთა წარმომადგენლობის კუთხით დადებითი ცვლილებები იყო.