ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, სახალხო დიპლომატია შემდგომი პოლიტიკური მოწესრიგების საფუძველი გახდება

ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, სახალხო დიპლომატია შემდგომი პოლიტიკური მოწესრიგების საფუძველი გახდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ აფხაზებთან და ოსებთან ადამიანური ურთიერთობების აღდგენა და სახალხო დიპლომატია შემდგომი პოლიტიკური მოწესრიგების საფუძველი გახდება, - ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ განცხადება დღეს სერჟანტთა მომზადების სკოლაში გააკეთა. 

მისივე თქმით, ღია დიალოგს აფხაზებთან და ოსებთან ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა არაკეთილმოსურნე, რათა არ შემდგარიყო შინაარსიანი კონტაქტი, შერიგება და ნდობის აღდგენა.

"ეს იყო პრობლემა 20 წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკა, რომელიც ახლა ავირჩიეთ, ადამიანური ურთიერთობების აღდგენა საზოგადოებებს შორის ხიდების აღდგენა და სახალხო დიპლომატია არის ის საფუძველი, რაზეც შემდგომი პოლიტიკური მოწესრიგება უნდა დაფუძნდეს და ამას ვერც რუსეთი და ვერც ერთი სხვა მხარე ხელს ვერ შეუშლის", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.