კახეთში 23 წლის მამაკაცი საკუთარ ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს

კახეთში 23 წლის მამაკაცი საკუთარ ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს

ლაგოდეხის რაონის სოფელ მშვიდობიანში გამვლელებმა 23 წლის მამაკაცი საკუთარ ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

სოფელ ვარდისუბნის რწმუნებულის ზაზა ქველაძის განცხადებით, ახალგაზრდას გვამი დღეს გამთენიისას აღმოაჩინეს.

"მიზეზები არავინ იცის. გუშინ ჩამოსულა სოფელში, ქალაქისკენ იყო სადღაც წასული. არავის დალაპარაკებია რაც ჩამოვიდა და შესაბამისად, უცნობია ჰქონდა თუ არა რაიმე პრობლემა და თვითმკვლელობის მიზეზი,"- განაცხადა ზაზა ქველაძემ.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამარრლის საქმე. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ლაგოდეხის რაიონული პოლიციის განყოფილება აწარმოებს.