კახა მიქაია 100 ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლეს

კახა მიქაია 100 ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლეს

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორგანიზაცია "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთ დამფუძნებელს კახა მიქაიას 100 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. 

როგორც გათავისუფლების შემდეგ მიქაიამ განაცხადა, ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და მსგავსი აქციების გამართვას პრეზიდენტის ყოველ ჩასვლაზე გეგმავს.

მიქაია წუხელ პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენციასთან წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

იგი ზუგდიდში პრეზიდენტის ჩასვლას თანამოაზრეებთან ერთად აპროტესტებდა.