სამართალდამცავებმა კახა მიქაია დააკავეს

სამართალდამცავებმა კახა მიქაია დააკავეს

სამართალდამცავებმა "დაიცავი საქართველოს" სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა მიქაია დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, მიქაიას ბრალად ედება წვრილმანი ხულიგნობა.

"დაიცავი საქართველოს" სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამართალდამცავებმა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან აიყვანეს.

კახა მიქაიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.