ყოფილი დეპუტატი თენგიზ ჯგუშია დაკავებულია

ყოფილი დეპუტატი თენგიზ ჯგუშია დაკავებულია

ყოფილი დეპუტატი თენგიზ ჯგუშია ამ დროისთვის დაკავებულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.

ჯგუშიამ ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს, მერაბ ქვარაიას, გუშინ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

არსებული ინფორმაციით, ქვარაია და ჯგუშია სუფრაზე ერთად სოფელ რიყეში იმყოფებოდნენ. მოგვიანებით კი მათ ნასვამ მდგომარეობაში ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც ჯგუშიას მხრიდან გასროლა მოჰყვა. მერაბ ქვარაიას დაზიანებები არ მიუღია.

სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან იარაღის მასრებიც ამოიღეს.