გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის გამგებლის მოადგილეს ესროლეს

გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის გამგებლის მოადგილეს ესროლეს

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილმა პარლამენტარმა, ორგანიზაცია "სამეგრელოს ხმის" დამფუძნებელმა, თენგიზ ჯგუშიამ ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს, მერაბ ქვარაიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

"ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტის ცნობით, დაპირისპირება სოფელ რიყეში დაიწყო, თუმცა ჯერ უცნობია, კონკრეტულად სად მოხდა გასროლა.

მერაბ ქვარაიას დაზიანებები არ მიუღია. ის ადასტურებს, რომ მისი მისამართით გასროლა მოხდა, თუმცა არ აკონკრეტებს ვინ გაისროლა.

ყოფილმა დეპუტატმა თენგიზ ჯგუშიამ კატეგორიულად უარყო სროლის ფაქტი, თუმცა მასსა და ქვარაიას შორის დაპირისპირების ფაქტი დაადასტურა.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან იარაღის მასრებიც ამოიღეს.