სპორტის სასახლესთან 16 წლის ბიჭი დაჭრეს

სპორტის სასახლესთან 16 წლის ბიჭი დაჭრეს

წუხელ თბილისში, სპორტის სასახლესთან 16 წლის ბიჭი დაჭრეს. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა .

16 წლის ახალგაზრდა ბიჭი ფეხშია დაჭრილი, ასევე მას ტრავმა აქვს თავის არეში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა დაზარალებულს პირველადი დახმარება შემთხვევის ადგილზე აღმოუჩინეს და იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.