ირაკლი ალასანია:   ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ თუ კი მოწინააღმდეგე ჩვენსკენ გამოიწვეს, მაქსიმალური ზიანი მივაყენოთ

ირაკლი ალასანია: ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ თუ კი მოწინააღმდეგე ჩვენსკენ გამოიწვეს, მაქსიმალური ზიანი მივაყენოთ

ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ თუ კი მოწინააღმდეგე ჩვენსკენ გამოიწვეს, მაქსიმალური ზიანი მივაყენოთ მათ ცოცხალ ძალას და ტექნიკას, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა.

"ჩვენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები იყოს ადექვატური და ქონდეთ შესაძლებლობა და დაანახოს ყველას, მოკეთესაც და მტერსაც, რომ ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ თუ კი მოწინააღმდეგე ჩვენსკენ გამოიწვეს, მაქსიმალური ზიანი მივაყენოთ მათ ცოცხალ ძალას და შეიარაღებულ ტექნიკას. ეს იქნება სწორედ შემაკავებელი ფაქტორი ჩვენი მხრიდან დიპლომატიასთან ერთად, რომ არ განახლდეს კონფლიქტი და როდესაც კონფლიქტის არ განახლება არის სტაბილური, ანუ როდესაც გვაქვს შესაძლებლობა, რომ სამშვიდობო პროცესი ნელა, მაგრამ მაინც წინ წავიდეს, ეს მოგვცემს სივრცეს ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის დაიწყოს ნდობის აღდგენა", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.