პატრიარქმა ომში დაღუპული ჯარისკაცების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გერმანიაში გადაიხადა

პატრიარქმა ომში დაღუპული ჯარისკაცების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გერმანიაში გადაიხადა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი ქართველი, ოსი, რუსი და სხვა ეროვნების ჯარისკაცების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გერმანიაში გადაიხადა. 

"გერმანიაში მყოფმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II დღეს, 8 აგვისტოს გადაიხადა პანაშვიდი 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი ქართველი, ოსი, რუსი და სხვა ეროვნების ჯარისკაცების სულის საოხად", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც საპატრიარქომ გაავრცელა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიაში მოკლე სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად 4 აგვისტოს გაემგზავრა. ილია მეორე საქართველოში 17 აგვისტოს დაბრუნდება.