გორში 700 სამხედრო მოსამსახურე ფიცს დადებს

გორში 700 სამხედრო მოსამსახურე ფიცს დადებს

გორის ცენტრში, დღეს 700 სამხედრო მოსამსახურე ფიცს დადებს. სამხედრო მომსახურეებმა 9-კვირიანი სასწავლო საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს და ფიცის მიღების შემდეგ სხვადასხვა ბაზებზე გადანაწილდებიან. 

რაც შეეხება გორის ცენტრს, ამ წუთებში ჯარისკაცები მოსამზადებელ რეპეტიციას გადიან. დაახლოებით 18.00 საათისთვის სამხედრო მოსამსახურეებს მიმართავენ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.