მე დავთანხმდები, დავბრუნდე მთავრობაში მხოლოდ იმ პირობით, თუ საშუალება მექნება, განვახორციელო ჩემი დიდი პროექტები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხიელ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეკომპანია "ზიკ"-თან ინტერვიუში განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დარჩება პოლიტიკაში, რადგან დიდი პოტენციალი არსებობს. "ჩვენ ძალიან ბევრი აქტიური მხარდამჭერი გვაყავს. მთავარია, რომ გვაქვს გრანდიოზული პროექტები, რომლებიც არ დაგვისრულებია",- განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, უბრალოდ კაბინეტში ჯდომა "საერთოდ არ ხიბლავს".
"ახლა მე ვზივარ კაბინეტში, თუმცა ჰგავს დამსახურებულ პენსიას, რადგან რეალურად გასაკეთებელი არაფერი მაქვს",-განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, დიდი პროექტები ნაწილობრივ ან მთლიანად შეჩერებულია, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ეს ყველაფერი დროებითია.