ირაკლი ალასანია:  ყველაზე თანამედროვე და ძლიერი იარაღი იყო ჩვენი მეომრების გაუტეხელი სული

ირაკლი ალასანია: ყველაზე თანამედროვე და ძლიერი იარაღი იყო ჩვენი მეომრების გაუტეხელი სული

მხედრულ სული, რომელიც ყოველთვის იყო გამოკვეთილი ქართველ სამხედროებში, ჩვენი მომავლის გარანტი იქნება. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა. მან პრემიერთან და შს მინისტრთან ერთად მუხათგვერდში გმირთა მემორილი გვირგვინით შეამკო. 

ირაკლი ალასანია დაღუპულ სამხდროთა ოჯახის წევრებს გაესაუბრა.

"დღეს ჩვენი გმირების საფლავებთან ერთადერთი განცდა გვეუფლება ყველას, რომ ყოველთვის ყველაზე თანამედროვე და ძლიერი იარაღი საქართველოში იყო ჩვენი მეომრების გაუტეხელი სული. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გვამარჯვებინებდა ჩვენი მტრების წინააღმდეგ წარსულში და ეს იქნება საქართველოს წარმატებისა და გამარჯვების გარანტი მომავალში. ამიტომ მხედრული სული, რომელიც ყოველთვის იყო გამოკვეთილი ქართველ სამხედროებში- ჩვენი მომავალის გარანტი იქნება," – განაცხადა ალასანიამ.