მაია ფანჯიკიძე:  ჩვენ რუსეთთან გვაქვს ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუ რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში

მაია ფანჯიკიძე: ჩვენ რუსეთთან გვაქვს ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუ რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში

მიუხედავად ჩვენს მიერ გადადგმული დადებითი ნაბიჯებისა, მასზე ნაწილობრივ არაადეკვატური პასუხი იყო რუსეთის მხრიდან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაი ფანჯიკიძემ დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე განაცხადა. 

მაია ფანჯიკიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან რუსეთ-საქათველოს ურთიერთობაზე ისაუბრა.

"ეს ურთიერთობები ყველამ ვიცით, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, აღიარებული აქვს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სუბიექტებად, არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. ეს არის მიზეზი თუ რატომ გვაქვს გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობა. ვერც აღდგება ეს ურთიერთობა, სანამ მდგომარეობა იქნება ასეთი. მიუხედავად ჩვენს მიერ გადადგმული დადებითი ნაბიჯებისა, მასზე იყო არაადეკვატური პასუხი რუსეთის მხრიდან. გარკვეულ პროგრესს ჩვენ მივაღწიეთ ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურული თვალსაზრისით, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენ გარღვევა არ გვაქვს და ეს არის ჩვენი მიზანი, რომ სწორედ ურთიერთობების დათბობამ გარკვეულ სფეროებში იქნებ გამოიწვიოს პოლიტიკური დიალოგის გაუმჯობესება" , – განაცხადა ფანჯიკიძემ.

მინისტრი ასევე გამოეხმაურა რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებას, სადაც მედვედევი აცხადებდა, რომ რუსეთი არ მიესალმება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

"ჩვენ რუსეთთან გვაქვს ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუ რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში, რაც შეეხება მედვედევის განცხადებებს და მშვიდობიან მოწოდებებს ამის შესახებ გამოხატულება იქნება, თუკი რუსეთის მხარე აიღებს ცეცხლის შეწყვეტის, ძალის არგამოყენების ვალდებულებას, როგორც საქართველომ გააკეთა ცალმხრივად, მაშინ მე დავიჯერებ, რომ მათი მიზნები კეთილშობილურია. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთი არ მიესალმება ნატოში საქართველოს გაწევრიანებას ეს ახალი არ არის, მაგრამ საქართველო ამ გზას არ გადაუხვევს, როგორიც არ უნდა იყოს სხვა ქვეყნების ლიდერების განცხადებები", – განაცხადა ფანჯიკიძემ.