ბიძინა ივანიშვილმა მინისტრებთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

ბიძინა ივანიშვილმა მინისტრებთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თავდაცვის, შინაგან საქმეთა მინისტრებთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. 

ბიძინა ივანიშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი.

მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ პრემიერ-მინისტრი დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს გაესაუბრა და მათ მიუსამძიმრა.

ბიძინა ივანიშვილმა მუხათგვერდის სასაფლაო კომენტარის გარეშე დატოვა.