მიხეილ სააკაშვილი:   პუტინის დღეები რუსეთში დათვლილია

მიხეილ სააკაშვილი: პუტინის დღეები რუსეთში დათვლილია

პუტინის დღეები რუსეთში დათვლილია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს ევროატლანტიკური გზა და ყველა მეზობელთან კეთილმეზობლური ურთიერთობები, მათ შორის, რუსეთთანაც. თუმცა მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, პუტინის რუსეთთან ეს არ გამოვა. 

"რუს ხალხთან კი ურთიერთობა შესაძლებელია. პუტინის დღეები რუსეთში დათვლილია და ყველა შემდეგ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზად უნდა ვიყოთ. იქამდე უნდა გავაგრძელოთ განვითარება და არაფერი უნდა დავთმოთ, რასაც ვინანებთ. დაველოდოთ უკეთეს დროს, რადგან სახელმწიფოებრიობაზე უარის თქმა, მომავალზე უარის თქმას ნიშნავს. ჩვენ გადავხალეთ რუბიკონი, საქართველომ ევროატლანტიკური მიმართულება უნდა გააგრძელოს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.