„სანდრა ჩვენი ოჯახიდან გაქრა“ - გოგლა ჟვანია

„სანდრა ჩვენი ოჯახიდან გაქრა“ - გოგლა ჟვანია

ზურაბ ჟვნიას ძმა, პრემიერის გადაცვალების შემდეგ მისი ოჯახისა და ნაციონალების ურთიერთობებზე საუბრობს. გოგლა ჟვანია არ აკონკრეტებს პიროვნებას, თუმცა აცხადებს, რომ მას დეპუტატობა შესთვაზეს. ჟვანია იმასაც იხსენებს, რომ მათ ოჯახში სანრა რულოვსიც დადიოდა ხშირად, თუმცა არასასიამოვნო შეკითხვების მერე „ოჯახიდან გაქრა“ „ ნაციონალებს იმის ილუზია უნდა შეექმნათ, რომ ზურას მთელი გუნდი მათ გვერდით იდგა.

პირდაპირ გეტყვით, ჩვენთანაც უნდოდათ ურთიერთობის დალაგება. ზურას პანაშვიდზე შემომთავაზეს , რომ დეპუტატი გავმხდარიყავი. ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს. არა, უბრალოდ, უნდოდათ, რომ მათ გუნდში ვყოფილიყავი, თორემ მაშინ ჩუმად ვიყავი, რადგან მთელ ოჯახს შოკი გვქონდა.. ამ შემოთავაზებაზე ბუნებრივია უარი ვთქვი. სხვათა შორის, პირველ თვეებში, სანდრა დედაჩემთან რეგულარულად დადიოდა, ბავშვებთან საჩუქრები მოჰქონდა, მაგრამ როცა დედაჩემმა სანდრას რამდენიმეჯერ არასასიამოვნო შეკითხვა დაუსვა, ჩვენი ოჯახიდან გაქრა. მოკლედ მათი გეგმა ასეთი იყო . საზოგადოებისა და დასავლეთისთვის ეჩვენებინათ, რომ მართლები იყვნენ." განაცხადა გოგლა ჟვანიამ გაზეთ "ქართულ სიტყვასთან" საუბარში .