მიხეილ სააკაშვილი - რუს სამშვიდობოებს ცეცხლი გრუ-ს სპეცრაზმმა გაუხსნა

მიხეილ სააკაშვილი - რუს სამშვიდობოებს ცეცხლი გრუ-ს სპეცრაზმმა გაუხსნა

რუს სამშვიდობოებს ცეცხლი გრუ-ს სპეცრაზმმა გაუხსნა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, სიცრუეა დიმიტრი მედვედევის განცხადება, რომ რუს სამშვიდობოებს პირველად ქართველმა სამშვიდობოებმა ესროლეს.

"მერე თვითონაც წამოსცდათ რუს ჯარისკაცებს. უკვე ძალიან ბევრი ინფორმაცია დაგროვდა და ხუთი წლის თავზე იმის ძახილი, რომ საქართველომ პროვოცირება მოახდინა, თუ მთლად სულელი არ ხარ, შეუძლებელია", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მთავრობა დღეს იმეორებს, რომ ორივე მხარე დამნაშავეა, რაც რუსული პროპაგანდა და რუსეთის სურვილის ასრულებაა.