სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში მსჯავრდებული გარდაიცვალა

სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში მსჯავრდებული გარდაიცვალა

სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში მსჯავრდებული მიოკარდიუმის ინფარქტით გარდაიცვალა. სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში, 1967 წელს დაბადებული მსჯავრდებული თ. კ. მიოკარდიუმის ინფარქტით გარდაიცვალა. 7 აგვისტოს მსჯავრდებულმა, საკანში, თავი შეუძლოდ იგრძნო. მას აღენიშნებოდა ტკივილი გულ-მკერდის არეში, ირადიაციით ბეჭის არეში და საერთო სისუსტე. თ.კ. წნევის გაზომვის შემდეგ, დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო ნაწილში, სადაც ჩაუტარდა ელექტროკარდიოგრაფიული კვლევა, რომლის შედეგადაც დაისვა კლინიკური დიაგნოზი-მწვავე მიოკარდიუმის გავრცელებული მსხვილკეროვანი ინფარქტი, გართულებული პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიით.

ტკივილის კუპირების და სამედიცინო ჩარევის მიუხედავად, მოხდა გულის უეცარი გაჩერება. ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებები, სამწუხარო, უშედეგო აღმოჩნდა და პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მსჯავრდებული თ.კ. სასჯელის მოხდის პერიოდში გამოირჩეოდა კარგი ყოფა-ქცევით და ხშირად მონაწილეობდა სპორტულ აქტივობებში (ფეხბურთი).

სამედიცინო პერსონალი და დაწესებულების ადმინისტრაცია უსამძიმრებს მის ოჯახს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო.