მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის 2008 წლის

მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის 2008 წლის "მოძალადეობრივ რიტორიკას" იხსენებს

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის 2008 წლის "მოძალადეობრივ რიტორიკას" იხსენებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა, რუსეთის პრემიერ-მინისტრს 2008 წლის თებერვალში დსთ-ს სამიტზე შეხვდა.

"მან კი დაიწყო საუბარი კოსოვოს შესახებ. გაგვაფრთხილა, ბიჭებო, კოსოვო მზადდებაო. როდესაც მე ვიკითხე, ჩვენ ამასთან რა შუაში ვიყავით, მან გაუპატიურებაში სტაჟიანი მოძალადის ტერმინოლოგიით გვიპასუხა, რომ ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული არ იქნება. პუტინმა გვითხრა, ეს დიდი გეოპოლიტიკური თამაშია, თქვენ უბრალოდ მოდუნდით და მიიღეთ სიამოვნება, ჩვენ კი გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა", - აღნიშნა სააკაშვილმა.