ბარაქ ობამამ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გააუქმა

ბარაქ ობამამ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ობამამ ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილ თანამშრომელს, ედვარდ სნოუდენს თავშესაფარი მისცა. 

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილის, ბენ როუდსის განცხადებით, ობამა ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ მოლაპარაკებებს არ დაესწრება და რუსეთის პირველ პირს არც სანქტ-პეტერბურგში "დიდი ოციანის" სამიტის პარალელურად შეხვდება.

მიუხედავად პუტინთან ჩაშლილი შეხვედრისა, ბარაქ ობამა სანქტ-პეტერბურგში, სექტემბერში გასამართ "დიდი ოცეულის" ეკონომიკურ სამიტს მაინც დაესწრება.

ედვარდ სნოუდენს რუსეთმა დროებითი თავშესაფარი გასულ კვირას მისცა.