პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ პირობით მსჯავრდებულთათვის ღონისძიება მოაწყო

პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ პირობით მსჯავრდებულთათვის ღონისძიება მოაწყო

პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ აგვისტოს ომსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპულთა პატივსაცემად, პირობით მსჯავრდებულთათვის ღონისძიება მოაწყო. 

ღონისძიებას დაესწრნენ სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკლიძე, ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციის დროს დარუპული სამხედრო მოსამსახურეების შესახებ შექმნილი წიგნის "გმირის" ავტორები.

ღონისძიების მიმდინარეობისას სოზარ სუბარმა პრობაციონერებს საჩუქრად გმირების შესახებ შექმნილი წიგნები გადასცა. გიორგი კეკლიძემ კი მათ ბიბლიოთეკაში მცირე ექსკურსია მოუწყო, სამკითხველო დარბაზები და ექსპონატები დაათვალიერებინა.

როგორც ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში სოზარ სუბარმა განაცხადა, საქართველოს ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში არც ერთი თაობა არ ყოფილა, რომ ომი არ გადაეტანოს.

"თითოეულ ომს ჰყავს თავისი გმირები, რომელთა სისხლზეც მოვედით და ისინი, რომ არ ყოფილიყვნენ ჩვენ დღეს აქ არც ვიქნებოდით და ეს ქვეყანა არ იარსებებდა", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მისივე განცხადებით, თითოეულ ომს ყავს ადამიანები, რომელთა სახელები საქართველოს ისტორიაში დაუვიწყარი იქნება. როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, წიგნი რომელიც პრობაციონერებს დაურიგდათ და რომლის სახელწოდებაა "გმირი" მათთვის კარგი მაგალითი იქნება.