რა რაოდენობის ყურძენს ჩიაბარებენ წელს ღვინის კომპანიები?

რა რაოდენობის ყურძენს ჩიაბარებენ წელს ღვინის კომპანიები?

შუხმან ვაინ კომპანის“ ინფორმაციით, წელს ყურძენს ადგილობრივი გლეხებისგან მხოლოდ ხვანჭკარის დასამზადებლად შეიძენენ. კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ „შუხმან ვაინი“ 120 ჰექტარ ვენახს ფლობს რაც ამჟამინდელი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი იქნება.

თუმცა ნუცა აბრამიშვილის განცხადებით, 2014 წლისთვის, როდესაც რუსეთის ბაზრის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია იარსებებს და კომპანიას ეცოდინება ამ ბაზარზე რა რაოდენობის მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს, ყურძენს ადგილობრივი გლეხებისგანაც შეიძენს.

კომპანია „ბადაგონი“ გლეხებისგან წელს გასულ წელთან შედარებით 1000 ტონით მეტ ყურძენს შეიძენს. როგორც კომპანიის დირექტორი რადიო „კომერსანტთან“ აცხადებს, „ბადაგონი“ საკუთარი ვენახებიდან 1500 ტონა ყურძენს დაკრეფს, ხოლო 2500 ტონას ჩაიბარებს. გია შენგელიას ინფორმაციით, ჩასაბარებელი ყურძნის მოცულობის გაზრდის ერთ–ერთი მიზეზი რუსული ბაზრის გახსნაა.