პარლამენტმა მუშაობა დაასრულა

პარლამენტმა მუშაობა დაასრულა

პარლამენტმა რიგგარეშე სესიის ფორმატში მუშაობა დაასრულა. სხდომის ბოლოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს - 28 ივნისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის გამო, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მიმართა.

საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს - 3 სექტემბერს გაიხსნება.

ამასთან, სავარაუდოდ, პარლამენტი საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვის ადრე მუშაობას შეაჩერებს, რადგან რეგლამენტის თანახმად, საპარლამენტო, საპრეზიდენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელს, არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება.