ირაკლი შიხიაშვილი გიგი უგულავას სიცრუეში ადანაშაულებს

ირაკლი შიხიაშვილი გიგი უგულავას სიცრუეში ადანაშაულებს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი დედაქალაქის მერს სიცრუეში ადანაშაულებს. როგორც შიხიაშვილმა საკრებულოში დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, უგულავას ინიციატივა ბაგა-ბაღების მშენებლობასთან დაკავშირებით საკრებულოის ინიციატივა იყო.

"მერი ვერ ანებებს თავის ადათ-წესებს თავს, ატყუებს საზოგადოებას. ეს ინიციატივა საკრებულოში დაწყებული იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც უმცირესობაში ვიყავით. მივმართეთ უგულავას 21 დეპუტატის ხელმოწერით, რომ არაფრისთვის საჭირო ბორდები გაეუქმებინა და ეს ფული მიემართა საბავშვო ბაღების პრობლემის მოსაგვარებლად", - განაცხადა შიხიაშვილმა.

თბილისის მერმა გუშინ განაცხადა, რომ ბაღებში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს. დედაქალაქის ბიუჯეტში ამისთვის 13 მილიონი ლარია გათვალისწინებული, აქდან 8 მლნ. ლარი სასწავლო ხარჯებს მოხმარდება, ხოლო 5 მლნ. ლარი შენობების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება.