დიმიტრი მედვედევი:

დიმიტრი მედვედევი: "რუსთავი 2"-ის შეკითხვებს სიამოვნებით ვუპასუხე

სიამოვნებით ვუპასუხე ქართული ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შეკითხვებს. მიმაჩნია, რომ ეს ინტერვიუ მნიშვნელოვანი იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისთვის" , - ასე გამოეხმაურა "ტვიტერზე" რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი გადაცემა "პოზიციისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუს. 

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ დაახლოებით 50-წუთიან ინტერვიუში მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი არ მიესალმება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და საქართველოს სამხრეთ ოსეთთან მოლაპარაკებების გამართვისკენ მოუწოდა. მისივე განცხადებით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გაბმის საკითხი კრემლთან შეთანხმებული არ არის და რუსეთი ამ ეტაპზე არ აპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადახედვას.