პატიმრობიდან გათავისუფლებული შოთა ჭიჭიაშვილი თამაზ თამაზაშვილის შესახებ საუბრობს

პატიმრობიდან გათავისუფლებული შოთა ჭიჭიაშვილი თამაზ თამაზაშვილის შესახებ საუბრობს

პატიმრობიდან გათავისუფლებული და #1 ტერორისტად აღიარებული შოთა ჭიჭიაშვილი გაზეთ ყველა სიახელსთან" ინტერვიუში კახეთის სამხრეო პოლიციის ყოფილი უფორისის თამაზ თამაზაშვილის შესახებ საუბრობს.

"თამაზ თამაზაშვილმა მითხრა, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ძებნას არ შეგიჩერებდი, დაგიჭერდი ან მოგკლავდიო", - ამბობს ჭიჭიაშვილი ინტერვიუში.

მისი თქმით, თამაზაშვილი ვაჟკაცი იყო, ოღონდ მისი მტერი და მას ჭიჭიაშვილის ლიკვიდაცია ჰქონდა დავალებული.

"თამაზაშვილი ვაჟკაცი იყო, ოღონდ - ჩემი მტერი. მას ჩემი ლიკვიდაცია ჰქონდა დავალებული. თამაზაშვილი თარგამაძის თანაკურსელი და მისი მარჯვენა ხელი იყო ადგილზე, მაგრამ ზუსტად ვიცი, ის იყო არაკორუმპირებული, ერთგული, წესიერი და მაგარი კახელი კაცი. ჩვენ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს და მითხრა, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ძებნას არ შეგიჩერებდი, დაგიჭერდი ან მოგკლავდიო. შემდეგ მე ვიყავი მასთან ჩასული და 1-2 საათი პირისპირ ვილაპარაკეთ. როდესაც გაიგო, არც ნარკოტიკებთან მქონდა შეხება და ერთი ჩვეულებრივი ქართველი პატრიოტი კაცი ვიყავი, მშვიდობიანად დავშორდით ერთმანეთს. თამაზაშვილმა გააცნობიერა, რომ რასაც ჩემზე ამბობდნენ, ნახევარზე მეტი მოგონილი იყო, ჩემთვის აღარ უმტრია და რა სიტყვაც ერთმანეთს მივეცით, არც ერთს გაგვიტეხია", - განაცხადა ჭიჭიაშვილმა.

მისივე თქმით, თამაზაშვილთან მტრობაც შეიძლებოდა და მეგობრობაც. "მახსოვს, როცა მის კაბინეტში შევედი, იქ ხატები ეკიდა და 90-ე და 71-ე ფსალმუნები წამიკითხა. რომ ამბობენ, ნარკოტიკებს ყიდიდაო, ცილისწამებაა. ვის ვის და მე უნდა მცოდნოდა, რას წარმოადგენდა ეს კაცი. წესიერი და პატიოსანი პოლიციელი იყო, "დუხიანი" და უშიშარი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მტერი იყო, მის მიმართ პატივისცემას ვგრძნობდი", - განაცხადა ჭიჭიაშვილმა.

გარდა ამისა, როგორც ჭიჭიაშვილი აცხადებს, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, როდესაც თბილისში ჩამოიყვანეს, მისგან "ნაციონალურ მოძრაობას" ინფორმაციის მიღება და "ბოლომდე გამოწურვა" უნდოდა.

"ამ საცოდავებს ჰგონიათ, კიდევ იარაღს ავიღებ ხელში, დავერევი და მათ ხოცვას დავიწყებ. მე ის 25 წლის ბიჭი აღარ ვარ, 38 შემისრულდა. არადა, ისე მექცეოდნენ, მართლა უნდა ჰქონდეთ შიში – ამ კაცმა შური არ იძიოს და არაფერი მოგვწიოსო, მაგრამ აღარ ვაპირებ კრიმინალურ საქმიანობას და ახალი ფურცლიდან მინდა ცხოვრების დაწყება. მინდა, ჩემს ქვეყანას და ხალხს გამოვადგე. "ნაციონალებს" ადამიანად არც მივიჩნევ. არც ერთი საცოცხლებელი არარის, მაგრამ მე რომ მათ გადავყვე, ეს წარსულის ჩაჭიდება იქნება. ამას წინათ, სააკაშვილმა თქვა, ჩემი ვანო ციხეში უნდა იჯდეს და ჭიჭიაშვილი თავისუფალი იყოსო? ეგ როცა ამერიკაში "ბულკებს" ჭამდა, ჭიჭაშვილი ერთიანი კავკასიისთვის თავს წირავდა. 22 კონტუზია მაქვს მიღებული, დიაცი მიშა კი თვითმფრინავის გადაფრენაზე მიწიდან ვერ ახვეტეს ერთ დღეში წააგო ომი, რაც საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. ალალად გეუბნებით, ახალ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს რომ გავუწიე ანგარიში, მაგიტომ არ ვიძიე მაგათზე შური", - განაცხადა ჭიჭიაშვილმა.

ინტერვიუში შოთა ჭიჭიაშვილი შევარდნაძის დროინდელ მაღალჩინოსნებზეც საუბრობს. ჭიჭიაშვილის თქმით, მისი პირადი მტრები იყვნენ კახა თარგამაძე, ვახტანგ ქუთათელაძე და ლევან კენჭაძე (ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი).

"კახა თარგამაძე სადმე ბილიკზე თუ შემხვდება, მერე ვნახავ, რა რკინის კაცია. მას ჩემზე რაღაცეები აქვს ნალაპარაკები და ვნახოთ აბა, აბა, ვნახოთ... მე თუ მკითხავთ, ჩვეულებრივი სადისტი და დეგენერატია. ვინ არის ეგ ნაძირალა, რამდენი კაცი ჰყავთ მოკლული და რამდენი ცოდვა ადევთ კისერზე მას და მის მოადგილეებს", - აღნიშნა ჭიჭიაშვილმა.
მისივე თქმით, პანკისში მართვადი ქაოსი იყო.

"შესაძლებელია, კახა თარგამაძე რომელიმე დიდი ქვეყნის სპეცსამსახურების წარმომადგენელი იყო. მათ უნდოდათ, არეულობა საქართველოში, კერძოდ პანკისში, რომელიც ეთნოკონფლიქტში გადაიზრდებოდა", - აღნიშნა ჭიჭიაშვილმა.