დავით უსუფაშვილი:  არჩილ კბილაშვილმა დამაინტრიგა, რომ მნიშვნელოვანი საქმე აქვს და პარლამენტში ვერ მოვა

დავით უსუფაშვილი: არჩილ კბილაშვილმა დამაინტრიგა, რომ მნიშვნელოვანი საქმე აქვს და პარლამენტში ვერ მოვა

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი პარლამენტს დღეს აღარ ესტუმრება. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, წუხელ არჩილ კბილაშვილმა დაურეკა და ბოდიში მოუხადა, რომ გარკვეული საქმეების გამო ქუთაისში ჩასვლას ვერ ახერხებდა.

"წუხელ, ბატონი არჩილი დამიკავშირდა და ბოდიში მომიხადა, რომ პარლამენტში ვერ მოვა. დეტალები არ უთქვამს, მაგრამ დამაინტრიგა, მნიშვნელოვანი საქმე არისო. ეს შეხვედრა ვერ შედგება", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მმართველი უმრავლესობა მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრების გარდა დღეს პარლამენტში მთავარი პროკურორის მოსმენასაც გეგმავდა. როგორც პარლამენტის გუშინდელ რიგგარეშე სხდომაზე აღინიშნა, საუბრის მთავარი თემა მიმდინარე საკითხები უნდა ყოფილიყო.