არჩილ კბილაშვილი პარლამენტში აღარ გამოცხადდება

არჩილ კბილაშვილი პარლამენტში აღარ გამოცხადდება

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი პარლამენტში აღარ გამოცხადდება, - შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს განუცხადა. უსუფაშვილის თქმით, გვიან ღამით მას მთავარმა პროკურორმა დაურეკა და უთხრა, რომ აუცილებელი საქმის გამო ქუთაისში ჩასვლას ვერ ახერხებს.

„მითხრა, რომ გადაუდებელი მიზეზის გამო, ის აქ ჩამოსვალს ვერ ახერხებს, ცოტა დავინტრიგდი, მაგრამ არ მიკითხავს, თუ რა იყო ეს გადაუდებელი საქმე",- ამბობს უსუფაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში დღეს ეკონომიკის მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს და მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს ელოდებოდნენ.