რატომ გადაწყვიტა კომპანია ,,დაბი ჯგუფმა“ თანაინვესტირების ფონდში მილიარდის ჩადება?

რატომ გადაწყვიტა კომპანია ,,დაბი ჯგუფმა“ თანაინვესტირების ფონდში მილიარდის ჩადება?

„დაბი ჯგუფი“ თანაინვესტირების ფონდში მონაწილეობის მიზეზებს „კომერსანტთან“ განმარტავს. როგორც საქართველოში ჯგუფის კონსულტანტი აცხადებს,დაბი ჯგუფის გადაწყვეტილება ფონდში თანხების ჩადება მოეხდინა დაკავშირებულია იმ ფაქტთან რომ საქართველოს ეკონომიკას განვითარების დიდი პოტენციალი აქვსდა ძალიან მალე ეკონომიკა სწრაფად გაიზრდება.

ფადი ასლის თქმით, საქართველო ისეთივე როლს ითამაშებს კავკასიის და ცენტალური აზიის რეგიონში როგორსაც არაბეთის გაერთიანებული საემიროები ახლო და შორეულ აღმოსავლეთში თამაშობს. არაბული კომპანია განმარტავს, რომ თანაინვესტირების ფონდის შექმნა დაპროექტების დაფინანსებაში მისი ჩართვა ეკონომიკის ზრდას გამოიწვევს რაც შედეგად ათასობით სამუშაო ადგილის და საშუალო კლასის გაძლიერებას მოიტანს.

თანაინვესტირების ფონდში დაბი ჯგუფის გარდა ინვესტიციებს, არაბული რაკია, აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო ფონდი, ბათუმის პორტი და ნავთობ ტერმინალი,კომპანია ყაზტრანსოილი, ჩალიკ ჰოლდინგსი, მაილსთოუნ ინთერნეიშენალ ჰოლდინგი, პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ჩადებენ.