დათა ახალაიას და გია ლორთქიფანიძეს ჩეჩნებმა ვერდიქტი გამოუტანეს

დათა ახალაიას და გია ლორთქიფანიძეს ჩეჩნებმა ვერდიქტი გამოუტანეს

“დათა ახალაიას თურქეთში თავს დაესხნენ,გია ლორთქიფანიძეზე კუს ტბაზე ტერაქტი მზადდებოდა”,-ეს სკანდალური განცხადება ეკქსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ “ქრონიკა +”-ის საათში მედიაკავშირ “ობიექტივის”ეთერში გააკეთა.

“ლაფანყურის საქმის გამოძიება ამ დრომდე ჭიანურდება,ჩეჩნები ელოდებიან გამოძიების დასრულებას რომ ბოლომდე იქნას სიმართლე გარკვეული,მართალია,ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავს იმ ფაქტს, რა მოხდა სინამდვილეში,მაგრამ საბოლოოდ არაფერი არ იმალება,ამ ოპერაციის მონაწილეებისგან გამოჟონა ინფორმაციამ რომ მძინარე ხალხი დახოცეს,ცნობილია ისიც, რომ ქართული მხრიდან გარდაცვლილები ქართველების ტყვიით არიან დახოცილები, ორჯერ მოხდა დამარხული მიცვალებულების ამოთხრა,რაც მუსულმანური წესისათვის დიდი შეურაცყოფაა.ჩეჩნებმა უკვე გამოიტანეს ვერდიქტი,და თუ გამოძიება დროულად არ დასრულდება,ეს ვერდიქტი აუცილებლად აღსრულდება.ამის მაგალითი უკვე გვაქვს,თურქეთში დათა ახალაიას თავს დაესხნენ და ეს თურქული წყაროებიდან ვიცი,ხოლო თბილისში,კუს ტბაზე გია ლორთქიფანიძეზე მზადდებოდა ტერაქტი,რომლის აღკვეთაც წინასწარ მოხერხდა.ხმა მივაწვდინეთ ჩვენს მეგობარ ჩეჩნებს და ვთხოვეთ,რომ საქართველოს დედაქალაქში არ შეიძლებოდა დესტაბილიზაცია,მათ ანგარიში გაუწიეს ახალ ხელისუფლებას,მაგრამ გამოძიების დასრულება არის აუცილებელი,სხვა შემთხვევაში,ანგარიშსწორება აუცილებლად იქნება”,-განაცხადა მამუკა არეშიძემ

გასული წლის აგვისტოში,ლაფანყურში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა რომელსაც 7 ვაჰაბიტის და 3 ქართველის სიცოცხლე შეეწირა.ლაფანყურის საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.