"მღვდელმა სხვისი მეუღლე ჩაიგორა ლოგინში" - მრევლი სასულიერო პირებს უპირისპირდება

მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მრევლის წარმომადგენლები სასულიერო პირებს უპირისპირდებიან და ერთ-ერთ მამაოს ოჯახის დანგრევაში ადანაშაულებენ. როგორც ბრიფინგზე მრევლის წარმომადგენელმა, თეოლოგმა მიხეილ შველიძემ განაცხადა, მრევლი მეუფე ვახტანგ ახვლედიანს ბრალდებად მრუშობას, წმინდათა გმობასა და საეკლესიო ქონების მითვისება-გაფლანგვას უყენებს.

მისი თქმით, მრუშობა ამ ადამიანთან დიდი დასამტკიცებელი არ არის, რადგან 1982 წელს ის ბერად აღიკვეცა, მეორე დღეს ეპისკოპოსად ეკურთხა და სამ წელიწადში შვილი გაუჩნდა, 1992 წელს მთავარ ეპისკოპოსად დაინიშნა, 1994-ში კი მეორე შვილი ეყოლა. შველიძის ინფორმაციით მეუფე ვახტანგი წმინდა ილია მართალზე ამბობს, რომ წმინდანი არ არის, წმინდა მამა გაბრიელს კი მამათმავალსა და ლოთს უწოდებს, რისი დოკუმენტაციაც არსებობს და ამის დამტკიცება შესაძლებელია.

როგორც თეოლოგმა აღნიშნა, არის პრეცენდენტი, რომ აღსარების გათქმის შანტაჟით დაინგრა ოჯახი, კერძოდ, ერთ-ერთ ქალთან ერთ-ერთმა სასულიერო პირმა ურთიერთობა დაიკავა.

"უნახავმა რა ნახაო, ამათზეა ნათქვამი. თავში აქვთ ავარდნილი, დადიან ამაყად, რჯულის კანონს არაფრად აგდებენ. თავად დაირქვეს და მოსახლეობაც მათ "21-ე საუკუნის ყანდურებს" უწოდებს. მამა გაბრიელისა და წმინდა ილია მართლის შეურაცხყოფისთვის "სასულიერო პირი" საკვირაო წირვისთვის სამების ტაძარში არ დაშვებული უნდა იქნეს", - აღნიშნავს მრევლის კიდევ ერთი წარმომადგენელი კონსტანტინე ქათამაძე