უმრავლესობა დღეს პარლამენტში ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს ხვდება. დღესვე, შეხვედრა გაიმართება მთავარ პროკურორთან. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა თანაგუნდელებს რიგგარეშე სხდომაზე აცნობა.
მისი თქმით, შეხვედრა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან 12:00 საათზე გაიმართება, ხოლო მთავარ პროკურორს 16:00 საათზე მოუსმენენ.
გარდა ამისა, დღეს პარლამენტი მეორე და მესამე მოსმენით, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს დაამტკიცეს.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, ამით პარლამენტის საგანგებო სესია დაიხურება.