რუსთავში მომხდარ ავტოავარიას ორი მამაკაცი ემსხვერპლა

რუსთავში მომხდარ ავტოავარიას ორი მამაკაცი ემსხვერპლა

რუსთავში მომხდარ ავტოავარიას ორი მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით 06:00 საათზე რუსთავში, წმინდა ნიკოლოზის ტაძართან მოხდა. ფეხით მოსიარულე 47 და 52 წლის მამაკაცებს "მერსედესის" მარკის ავტომანქანა დაეჯახა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, "მერსედესის" მარკის შავი ავტომობილი თავდაპირველად სხვა ავტომანქანას შეეჯახა, შემდეგ კი წმინდა ნიკოლოზის ტაძართან ფეხით მოსიარულე ორ მამკაცს.

თვითმხილველების თქმით, ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ ის გახდა, რომ "მერსედესის" მარკის ავტომანქანის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო, სამაშველო, სასწრაფო დახმარების ბრიგადები, ასევე საპატრულო პოლიციის ბრიგადები.

როგორც რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა აღნიშნეს, გამოძახებაზე რამდენიმე წუთში მივიდნენ, თუმცა ადგილზე მისულებს ორივე მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.