დიმიტრი მედვედევი:  რუსეთში ოპოზიცია მაშინ მოვა ხელისუფლებაში როგორც კი გაიმარჯვებს

დიმიტრი მედვედევი: რუსეთში ოპოზიცია მაშინ მოვა ხელისუფლებაში როგორც კი გაიმარჯვებს

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები პერსონებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციისთვის" მიცემულ ინტერვიში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, საჭიროა თუ არა იგივე ცვლილებები რუსეთის ხელისუფლებაში, როგორიც საქართველოში გასული წლის ოქტომბერში მოხდა, როდის შეიძლება მოიგოს რუსეთში ოპოზიციამ არჩევნები, მედვედევმა განაცხადა, რომ "როგორც კი გაიმარჯვებს, მაშინ მოვა ხელისუფლებაში".

"ეს არის ნორმალური, დემოკრატიული გზა. მე არ ვიცი, იქნება თუ არა ეს კარგი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისთვის, რადგან არ ვიცი, ვინ შეიძლება მოვიდეს. მაგრამ თუ რუსეთის ხალხი აირჩევს სხვა ხელისუფლებას, მაშინ იქნება სხვა ხელისუფლება, იქნებიან სხვა ხელმძღვანელები. თუმცა, მგონია, რომ ჩვენი ურთიერთობები არ უნდა იყოს დამოკიდებული პერსონებზე. მე ეს ძალიან არ მინდა",-აღნიშნა მედვედევმა.