დავით ნარმანიამ სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტები დაათვალიერა

დავით ნარმანიამ სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტები დაათვალიერა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ ლანჩხუთში სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტები დაათვალიერა. მინისტრი სოფელ ხაჯალიაში იმყოფებოდა, სადაც წყალდიდობამ ხიდი დააზიანა.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, წინასწარი ინფორმაციით, ლანჩხუთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 800 000 ლარს აღწევს. ნარმანიას თქმით, უახლოეს მომავალში ნაპირსამაგრი სამუშაოები და ხიდების რეაბილიატიცია დაიწყება. დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციასაც მიიღებს.

რაც შეეხება ოზურგეთს, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ამ დრომდე უცნობია.