უმრავლესობა მინისტრებსა და გენერალურ პროკურორს შეხვდება

უმრავლესობა მინისტრებსა და გენერალურ პროკურორს შეხვდება

უმრავლესობა ხვალ პარლამენტში ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს ხვდება. ხვალვე გაიმართება შეხვედრა მთავარ პროკურორთან. ამის შესახებ თანაგუნდელებს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღევანდელი რიგგარეშე სხდომის ბოლოს აცნობა. 

მისი თქმით, შეხვედრა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან გაიმართება 12:00 საათზე, ხოლო მთავარ პროკურორს 16:00 საათზე მოუსმენენ.

გარდა ამისა, ხვალ პარლამენტი მეორე და მესამე მოსმენით, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებებს დაამტკიცეს.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ამით პარლამენტის საგანგებო სესია დაიხურება.