მამუკა ივანიაძის ფარული ვიდეოგადაღება შესაძლოა, პროკურატურამ კანონდარღვევით განახორციელა

მამუკა ივანიაძის ფარული ვიდეოგადაღება შესაძლოა, პროკურატურამ კანონდარღვევით განახორციელა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეში ბრალდებულ მამუკა ივანიაძის ფარული ვიდეოგადაღება შესაძლოა, პროკურატურამ კანონდარღვევით განახორციელა.

ამის შესახება საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავარ პროკურატურაში "მცირემიწიან ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ტრაქტორების შეძენისათვის განკუთვნილი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმეზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერ დასტურდება ბრალდებულ მამუკა ივანიძეზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტები. კოჟორიძის განმარტებით, პროკურატურის მხრიდან ითქვა, რომ მამუკა ივანიაძემ პროკურორს საკუთარი ნებით მისცა ჩვენება ადვოკატის გარეშე, რომელიც ფარული ვიდეოჩანაწერის სახით გავრცელდა.

"ჩვენ გვაქვს გარკვეული კვითხვის ნიშნები ფარული ვიდეოგადაღების კანონიერებაზე. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რაც არაპროფესიონალის თვალითაც ნათად ჩანს - ვიდეო მასალა უწყვეტ რეჟიმში არ არის მიწოდებული და დამონტაჟებულია. სასამართლოს ნებართვის არარსებობის შემთხვევაში, იმ პირთა ქმედებაში ვინც ფარული ჩანაწერის გაკეთება დაგეგმა ან განახორციელა დანაშაულის ნიშნები იკვეთება. პროკურატურამ კი განმარტა, რომ ვიდეოჩანაწერის მოპოვება განხორციელდა კანონის დაცვით. თუმცა ამისთვის საჭიროა სასამართლო განჩინება. უნდა აღინიშნოს, რომ დაცვის მხარისგან მიღებული ინფორმაციით თანახმად, პროკურატურამ ზემოთაღნიშნული ფარული ჩანაწერი არ გადასცა დაცვის მხარეს და არც სასამართლო განჩინება მისი დაკანონების შესახებ. ამ გარემოებამ გაამძაფრა ეჭვი, რომ მსგავსი განჩინება არ არსებობს. ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები," – აღნიშნა კოჟორიძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოს კანონდებლობა კრძალავს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფარული ჩანაწერის განმახორციელებელი ნივთების შეტანას.

კოჟორიძე მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს გამოძიება, თუ როგორ მოხვდა ეს მოწყობილობა საპატიმრო დაწესებულებაში და ასაევე გასარკვევია სასჯელაღსრულებითი დაწესებულების იმ თანამშრომლს ქმედებაში არსებობს თუ არა დანაშაულის ნიშნები, ვისაც ევალებოდა პროკურორ გიორგი დავითაშვილის შემოწმება დაწესებულებაში შესვლისას.

საია მიმართავს მთავარ პროკურატურას, გაასაჯაროოს ის სასამართლოს განჩინება, რომლითაც დაკანონდა პროკურორ გიორგი დავითაშვილის მიერ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მამუკა ივანიაძის ფარული ვიდეო გადაღება.

"იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი განჩინება არ არსებობს, მოვითხოვთ, დაუყონებლივ დაიწყოს ზემოაღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება", – აცხადებს კოჟორიძე.