პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდის გადაწყვეტილება პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდის გადაწყვეტილება პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

91 ხმით, ერთხმად - პარლამენტმა პირველი მოსმენით "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. 

"კანონპროექტი თავის ვეტოიანად მიღებულია პირველი მოსმენით, როგორ ჩანს", - ასე გამოეხმაურა კენჭისყრის შედეგებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

ცვლილებების თანახმად, საბაზისო დაფინანსება ეზრდება ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებელი თანხების მიიმღებ პარტიებს. დაფინანსება 300 ათასი ლარის ოდენობით ემატება პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომელთაც პარლამენტში ფრაქცია გააჩნიათ. ამასთან, 1 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილე შვიდი საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტი, რომლებიც პარლამენტში წარმოდგენილი არ არიან, ერთჯერადად 150 ათასს ლარს მიიღებს.

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესის რეჟიმში განიხილავს.