გიგი უგულავა - არ შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც აზრზე არ არის

გიგი უგულავა - არ შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც აზრზე არ არის

თბილისის მერი გიგი უგულავა მზადაა დედაქალაქის მთავრობამ შემოვლითი რკინიგზის ნებისმიერი პროექტი "უპრობლემოდ დაამტკიცოს".

"თვითონვე დაგეგმონ, თვითონვე გაუშვან პრივატიზაციაზე და თვითონვე განკარგონ. შეიძლება რომ მასთან მერიას არაფერი საერთო არ ჰქონდეს. რა პროექტსაც შემოიტანენ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე დავუმტკიცებთ, ოღონდ გააგრძელონ და არ გააფუჭონ მართლაც საუკუნის საქმე", - ასე ეხმაურება უგულავა შემოვლითი რკინიგზის პროექტის შესაძლო დაკონსერვების საკითხს.

მისივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით არ შეიძლება გადაწყვეტილება მხოლოდ კოკა გუნცაძემ და გიორგი კვირიკაშვილმა მიიღონ.

"არ შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს გუნცაძემ, რომელიც კარგად მოეწყო "საქართველოს რკინიგზაში", არ შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს ცალკე აღებულმა კვირიკაშვილმა, რომელიც რაღაც გზის დახრებზე საუბრობს და აზრზე არ არის. დოკუმენტი, რომელსაც ისინი აფრიალებენ, ფინანსური კვლევაა და ფინანსურ კვლევაში, რა თქმა უნდა, მკვლევარი იტყვის, რომ რკინიგზა არ არის რენტაბელური. მაგალითად, ჭიათურა – თბილისის რკინიგზაც და მთელი სამგზავრო გადაზიდვაც არ არის რენტაბელური, ამიტომ მარტო ბენზინმა და ნავთობმა უნდა იგრიხინოს ქალაქში?", - აღნიშნაგიგი უგულავამ.